პროექტის გეგმა

პროექტის გეგმა
1პროექტის სათაური: ,,დათვის წვეულება’’
2.პროექტის იდეა: ი.კრილოვის იგავ-არაკის ,,დათვის წვეულების“ გაცნობა-შესწავლა. მოსწავლეებმა წარმოაჩინონ  გამომსახველობის უნარი, მიიღონ ინსცენირებაში მონაწილეობა, შეძლონ განასახიერონ პერსონაჟები.
იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.ბავშვებს სურდათ თვითონ გამხდარიყვნენ მსახიობები,ამ სურვილის გამოთქმის შემდეგ დავგეგმეთ ეს პროექტი,რათა ყოფილიყო მათი პირველი მცდელობა და შესაძლებლობების მოსინჯვა ამ პროფესიაში.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა როლის მორგება,მხატვრული კითხვის უნარის განვითარება,აუდიტორიასთან ურთირთობის დროს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მეტყველების უნარის განვითარება.
4.პროექტის მონაწილეების ასაკი,კლასი:1-4 კლასის მოსწავლეები
5.ვადები,ხანგრძლივობა-2კვირა.
მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები და დაიწყეს ამ როლების შესწავლა,ასევე დაამატეს გამოცანები,სხვა ...დაიწყეს რეპეტიციები,მოირგეს ნიღბები და შესაბამისი ჩაცმულობა,მოიძიეს ინფორმაცია დათვების ცხოვრებაზე და ნახეს ვიდეოები.
6.პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გაიღრმავონ ცოდნა,უკეთ გაეცნონ მსახიობის პროფესიას,განიხილონ პერსონაჟების ქცევები და უკეთ გაარჩიონ ცუდი და კარგი.
7.პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი,ნიღბები,ჩაცმულობა,კომპიუტერი.
8.საქმიანობები
სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის გაცნობა,ტექსტის როლებად განაწილება,დასწავლაზე მუშაობა,ნიღბების და ჩაცმულობების შექმნა,რეპეტიციების გავლა,მოსაწვევი ბარათების დამზადება,სტუმრების მოწვევა,სპექტაკლის გამართვა.
ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს ლამაზი მოსაწვევი ბარათები,გააფერადეს და გააფორმეს.

9.საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ე.ს.გ-სთან კავშირი
გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნებასა და მუსიკაში.
ქართ.III.I.მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.
ქართ.III.3 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა,(მონაწილეობს ინსცენირებაში,არჩევს როლის შესაბამის ინტონაციას და სხვა გამომსახველობით ხერხებს.)
პროექტის ხელმძღვანელი:ლამარა ჭანკოტაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  lamara.chankotadze@gmail.com








No comments:

Post a Comment